ევაკუატორი 24/7 — სწრაფი და იაფი გამოძახება მთელ საქართველოში
გჭირდებათ ევაკუატორი თბილისში ან საქართველოს სხვა ქალაქში? დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს და თქვენთან ყველაზე ახლოს მყოფი თავისუფალი ეკიპაჟი ოპერატიულად გამოემართება მითითებულ ადგილას.
ჩვენი ევაკუატორის გამოძახება შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში. ვემსახურებით მსუბუქ ავტომობილებს, ჯიპებს, მოტოციკლებსა და სხვადასხვა მდგომარეობაში მყოფ სატრანსპორტო საშუალებებს.
876+
წარმატებულად დასრულებული ევაკუაციის შემთხვევა
4+
გამოცდილება სფეროში
27+
კომპანიებთან თანამშრომლობა
32+
ევაკუატორი საქართველოს მასშტაბით
Evakuatori — სწრაფი ავტოდახმარება 24/7
ავტომობილის გაუმართაობა ყოველთვის მოულოდნელად ხდება. შეიძლება მანქანა გზაში გაჩერდეს, ავარიის შემდეგ გადაადგილება ვეღარ შეძლოს, საბურავი ან საჭის მექანიზმი დაზიანდეს, საწვავი ამოიწუროს ან ავტომობილი რთულად მისადგომ ადგილას აღმოჩნდეს. ასეთ დროს გადაადგილების გაგრძელება ხშირად სახიფათოა და საუკეთესო გადაწყვეტილება პროფესიონალური ევაკუატორის გამოძახებაა.
Momakitxe.ge დაგეხმარებათ ავტომობილის უსაფრთხოდ გადაყვანაში სასურველ მისამართზე — ავტოსერვისში, სადგომზე, პორტში, სახლთან ან საქართველოს სხვა ქალაქში. გამოძახების მიღების შემდეგ ვარჩევთ თქვენთან ახლოს მყოფ შესაბამის ევაკუატორს, რათა ლოდინის დრო მაქსიმალურად შემცირდეს.
თუ ეძებთ evakuatori, evakuatori gamodzxeba ან სწრაფ ავტოდახმარებას, დაგვირეკეთ და ოპერატორს მიაწოდეთ თქვენი ზუსტი მდებარეობა.
რატომ უნდა აირჩიოთ Momakitxe.ge?
იმისათვის, რომ ზუსტად ისეთი evakuatori გამოგვიგზავნოთ, რომელიც თქვენს პრობლემას მოაგვარებს, დაკავშირებისას მზად იყავით უპასუხოთ რამდენიმე მარტივ კითხვას. ეს ზოგავს თქვენს დროს და უზრუნველყოფს სწორი ტექნიკის მობილიზებას.
ევაკუატორის ფასი და რა განსაზღვრავს მას
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სწრაფად მოსვლა, არამედ ავტომობილის უსაფრთხოდ დატვირთვა, დამაგრება და დანიშნულების ადგილამდე დაზიანების გარეშე მიყვანა.
- 24/7 მომსახურება — ვმუშაობთ დღისით, ღამით, შაბათ-კვირასა და დღესასწაულებზე.
- საქართველოს მასშტაბით დაფარვა — გამოძახებას ვიღებთ თბილისიდან და რეგიონებიდან.
- სწრაფი რეაგირება — ვარჩევთ თქვენს მდებარეობასთან ახლოს მყოფ თავისუფალ ეკიპაჟს.
- წინასწარ შეთანხმებული ფასი — ღირებულება განისაზღვრება ავტომობილის, მანძილისა და სამუშაოს სირთულის მიხედვით.
- გამოცდილი მძღოლები — ავტომობილი იტვირთება და მაგრდება უსაფრთხოების წესების დაცვით.
- სხვადასხვა ტიპის ევაკუატორი — ხელმისაწვდომია სტანდარტული, მოტო ევაკუატორი და ობობა ევაკუატორი.
ჩვენი სერვისები — ევაკუატორის მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი გადაყვანა
საგზაო დახმარება ნებისმიერ ადგილას
Momakitxe.ge აღჭურვილია ყველა ტიპის ტექნიკით, რაც საშუალებას გვაძლევს მოვემსახუროთ ნებისმიერი კატეგორიის ტრანსპორტს და ნებისმიერი პრობლების გადაჭრას.

ევაკუატორი
სტანდარტული ევაკუატორი გამოიყენება მსუბუქი ავტომობილების, ჯიპებისა და მცირე ზომის ტრანსპორტის გადასაყვანად. ეს არის ყველაზე მოთხოვნადი სერვისი როგორც ქალაქში, ისე ქალაქგარეთ.

ობობა ევაკუატორი
როცა ბორბლები ბლოკირებულია, გადაცემათა კოლოფი ან ქვესკნელი დაზიანებულია — პლატფორმა არ კმარა. ობობა ტიპის ამწე-ევაკუატორი ავტომობილს ოთხივე ბორბლიდან ჰაერში სწევს და უსაფრთხოდ ტრანსპორტირებს.

ორ სართულიანი ევაკუატორი
ორ სართულიანი ევაკუატორი გამოიყენება რამდენიმე ავტომობილის ერთდროულად გადასაყვანად. ეს მომსახურება განსაკუთრებით მოსახერხებელია ფოთის პორტიდან მანქანების გამოყვანისას და ქალაქებს შორის ტრანსპორტირებისას.

მოტო ევაკუატორი
მოტოციკლი, მოპედი ან ATV გაფუჭდა? ჩვენი სპეციალიზებული მოტო-ევაკუატორი სწრაფად და ყოველგვარი დაზიანების გარეშე გადაიყვანს ტექნიკას.

მძიმე ტექნიკის ტრანსპორტირება
ზოგჯერ საჭიროა ტრაქტორის, სპეცტექნიკის ან მძიმე ავტომობილის გადაყვანა. ასეთ დროს გამოიყენება შესაბამისი ტექნიკა და წინასწარი დაგეგმვა.

ქალაქებს შორის გადაყვანა
თუ მანქანა უნდა გადაიყვანო თბილისიდან ბათუმში, ფოთიდან თბილისში, რუსთავიდან ქუთაისში ან სხვა მიმართულებით, ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს უსაფრთხო და ორგანიზებულ მომსახურებას.

რა ტიპის ავტომობილებს გადავიყვანთ?
ვემსახურებით სხვადასხვა ტიპისა და მდგომარეობის სატრანსპორტო საშუალებებს:
- მსუბუქ ავტომობილებს;
- ჯიპებსა და კროსოვერებს;
- მოტოციკლებს;
- გაუმართავ ავტომობილებს;
- ავარიაში მოყოლილ მანქანებს;
- ჩაკეტილი ან დაზიანებული ბორბლების მქონე ავტომობილებს;
- პორტიდან გამოსაყვან ავტომობილებს;
- ერთდროულად რამდენიმე ავტომობილის ტრანსპორტირებას.
ავტომობილის მდგომარეობა აუცილებლად უთხარით ოპერატორს. თუ მანქანა ვერ იქოქება, ბორბლები არ ტრიალებს, საჭე ჩაკეტილია ან ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან არის გადასული, შეიძლება სპეციალური ტექნიკის გამოყენება გახდეს საჭირო.

ევაკუატორი
სტანდარტული ევაკუატორი გამოიყენება გამართული ან ნაწილობრივ დაზიანებული ავტომობილის პლატფორმაზე ასატვირთად და გადასაყვანად. ეს ვარიანტი შესაფერისია მაშინ, როდესაც მანქანის ბორბლები თავისუფლად მოძრაობს და მასთან მისვლა შესაძლებელია.
სტანდარტული მომსახურება ხშირად გამოიყენება ტექნიკური გაუმართაობის, ძრავის დაზიანების, აკუმულატორის პრობლემის, საბურავის დაზიანების ან ავტომობილის ავტოსერვისში გადაყვანის დროს.
ობობა ევაკუატორი რთული შემთხვევებისთვის
თუ ავტომობილი ჩაკეტილია, ბორბლები დაზიანებული აქვს, ვიწრო სივრცეში დგას ან ჩვეულებრივ პლატფორმაზე მისი ატვირთვა ვერ ხერხდება, საჭიროა ობობა ევაკუატორი. სპეციალური ამწე მექანიზმი ავტომობილს უსაფრთხოდ იღებს და პლატფორმაზე ათავსებს.
ოპერატორს წინასწარ გაუგზავნეთ ავტომობილისა და მისი მდებარეობის ფოტოები. ამ გზით უფრო მარტივად განვსაზღვრავთ, რომელი ტექნიკა იქნება საჭირო და თავიდან ავიცილებთ დროის დაკარგვას.
მოტო ევაკუატორი
მოტოციკლის ტრანსპორტირება ჩვეულებრივ ავტომობილთან შედარებით განსხვავებულ დამაგრებას საჭიროებს. მოტო ევაკუატორის გამოყენებისას მოტოციკლი სპეციალური სამაგრებით ფიქსირდება, რათა გადაადგილებისას არ გადაიხაროს ან დაზიანდეს.
მოტოციკლის გადაყვანა შესაძლებელია ავარიის, ტექნიკური გაუმართაობის, ყიდვა-გაყიდვის ან სხვა ქალაქში ტრანსპორტირების შემთხვევაში.
როდის არის საჭირო ევაკუატორის გამოძახება?
ევაკუატორის გამოძახება საჭიროა მაშინ, როდესაც ავტომობილის საკუთარი სვლით გადაადგილება შეუძლებელი ან სახიფათოა. მომსახურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგ შემთხვევებში:
- ავტომობილი აღარ იქოქება;
- ძრავა ან გადაცემათა კოლოფი დაზიანდა;
- მანქანა ავარიაში მოყვა;
- ერთი ან რამდენიმე ბორბალი ჩაიკეტა;
- საჭის მექანიზმი აღარ მუშაობს;
- ავტომობილი გზიდან გადავიდა;
- საჭიროა მანქანის ავტოსერვისში გადაყვანა;
- ავტომობილი პორტიდან ან სადგომიდან არის გამოსაყვანი;
- საჭიროა საქალაქთაშორისო ტრანსპორტირება.
თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ მანქანით მოძრაობის გაგრძელება უსაფრთხოა, ნუ გარისკავთ. დაგვიკავშირდით, აღწერეთ პრობლემა და დაგეხმარებით შესაბამისი გადაწყვეტილების შერჩევაში.
როგორ ხდება ევაკუატორის გამოძახება?
Evakuatori gamodzxeba მარტივად, რამდენიმე ნაბიჯში შეგიძლიათ:
- დაგვირეკეთ +995 568 808 353 ან მოგვწერეთ WhatsApp-ზე.
- გამოგვიგზავნეთ თქვენი ზუსტი მდებარეობა ან Google Maps-ის ლოკაცია.
- გვითხარით ავტომობილის მარკა, მოდელი და მდგომარეობა.
- მიუთითეთ, სად უნდა გადავიყვანოთ ავტომობილი.
- საჭიროების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ ავტომობილის ფოტო ან ვიდეო.
- ოპერატორი შეგითანხმებთ ფასსა და გამოგზავნის შესაბამის ევაკუატორს.
ზუსტი ინფორმაციის მიწოდება დაგვეხმარება, რომ თავიდანვე სწორად შევარჩიოთ ტექნიკა და მომსახურება ზედმეტი შეფერხების გარეშე შესრულდეს.
ევაკუატორის მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით
ჩვენი ევაკუატორი გამოძახებით ხელმისაწვდომია როგორც ქალაქში გადასაყვანად, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტირებისთვის. მომსახურებას მიიღებთ თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და საქართველოს სხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში.
თუ ავტომობილი ერთ ქალაქშია და მისი გადაყვანა მეორე ქალაქში გჭირდებათ, წინასწარ შეგითანხმებთ მარშრუტს, ღირებულებასა და მომსახურების პირობებს.

ევაკუატორი თბილისი
დედაქალაქის გადატვირთული ტრაფიკის პირობებში, ჩვენი ეკიპაჟები განაწილებულია ყველა მთავარ უბანში (საბურთალო, გლდანი, ვარკეთილი, დიღომი), რაც უზრუნველყოფს evakuatori tbilisi მოთხოვნაზე უმოკლეს დროში რეაგირებას.

ევაკუატორი ბათუმი
ზღვისპირა ქალაქში და მთლიანად აჭარის რეგიონში (მათ შორის მთიან აჭარაში) გთავაზობთ სწრაფ ავტოდახმარებას. ვემსახურებით როგორც ადგილობრივებს, ისე ტურისტებს.

ევაკუატორი რუსთავი
ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქალაქის შიგნით ვუზრუნველყოფთ ახლად შეძენილი თუ გაუმართავი ავტომობილების ტრანსპორტირებას ყველაზე მისაღებ ფასად.

ევაკუატორი ქუთაისი
დასავლეთ საქართველოს ცენტრალური კვანძი. ჩვენი პარტნიორები მზად არიან დაგეხმარონ როგორც ქალაქში, ისე ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე წარმოქმნილი პრობლემებისას.

ევაკუატორი ფოთი
გთავაზობთ საპორტო ქალაქიდან ავტომობილების ტრანსპორტირებას საქართველოს ნებისმიერი მიმართულებით. კონტეინერიდან გამოყვანილი დაზიანებული მანქანების უსაფრთხო გადაზიდვა.

რა ღირს ევაკუატორის მომსახურება?
ევაკუატორის ფასი ყველა გამოძახებისთვის ერთნაირი ვერ იქნება. ღირებულება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:
- თქვენი და ავტომობილის მდებარეობაზე;
- გადასაყვან მანძილზე;
- ავტომობილის ტიპსა და წონაზე;
- ტექნიკურ მდგომარეობაზე;
- ბორბლებისა და საჭის მუშაობაზე;
- ჩატვირთვის სირთულეზე;
- საჭირო ევაკუატორის ტიპზე;
- ქალაქში ან ქალაქებს შორის ტრანსპორტირებაზე.
ზუსტი ფასის გასაგებად დაუკავშირდით ოპერატორს და მიაწოდეთ სრული ინფორმაცია. შესაძლებლობის შემთხვევაში ღირებულება შეთანხმდება ევაკუატორის გამოგზავნამდე.

უსაფრთხო ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე
ევაკუაცია მხოლოდ ავტომობილის პლატფორმაზე ატვირთვას არ ნიშნავს. მნიშვნელოვანია სწორად შეირჩეს ჩატვირთვის მეთოდი, დამაგრების წერტილები და მოძრაობის უსაფრთხო მარშრუტი. არასწორმა დატვირთვამ შეიძლება დააზიანოს ბამპერი, ძარა, ბორბლები ან სავალი ნაწილი.
ჩვენი მიზანია ავტომობილი უსაფრთხოდ მივიყვანოთ თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე. გადაყვანამდე მძღოლი ამოწმებს ავტომობილის მდგომარეობას, პლატფორმაზე განთავსებასა და სამაგრებს.
გამოიძახეთ ევაკუატორი ახლავე
თუ ავტომობილი გაგიფუჭდათ, ავარიაში მოყევით ან უსაფრთხო ტრანსპორტირება გჭირდებათ, დაგვიკავშირდით. ევაკუატორი 24/7 ხელმისაწვდომია თბილისში და საქართველოს მასშტაბით.
მომხმარებლების შეფასებები
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებლის კმაყოფილებაა. ნახეთ, რას ამბობენ მძღოლები, რომლებსაც რთულ სიტუაციაში დავეხმარეთ:

L & G Logistics
Owner
ძალიან კმაყოფილები ვართ თანამშრომლობით. კომპანიამ უზრუნველყო ორ სართულიანი ევაკუატორით 16 ავტომობილის სწრაფი და უსაფრთხო ტრანსპორტირება საქართველოს ტერმინალიდან თბილისში. პროცესი იყო ორგანიზებული, დროული და პროფესიონალური.

მომხმარებელი
+995 598785***
“ღამის 3 საათზე გომბორის უღელტეხილზე გამიფუჭდა მანქანა. ინტერნეტში ვეძებდი ‘ევაკუატორი 24/7’ და დავრეკე. ოპერატორმა ზუსტად ამიხსნა ფასი, ეკიპაჟი კი დათქმულ დროზე ადრე მოვიდა. მძღოლი იყო ძალიან პროფესიონალი და ყურადღებიანი. უღრმესი მადლობა!” — გიორგი მ.

მომხმარებელი
+995 599214***
“მანქანის კარები ჩამეკეტა და ძრავი დაიბლოკა მიწისქვეშა პარკინგზე. ჩვეულებრივი სატვირთო ვერ შედიოდა. გამომიგზავნეს ობობა ევაკუატორი, რომელმაც ფაქტობრივად მილიმეტრების სიზუსტით გამოიყვანა მანქანა ისე, რომ არაფერი დაზიანებულა.” — ნინო კ.

მომხმარებელი
+995 551721***
რუსთავის ავტობაზრობიდან დამჭირდა მანქანის თბილისში წამოყვანა. ვიფიქრე, ძვირი დამიჯდებოდა, მაგრამ საკმაოდ მისაღები ფასი მითხრეს. სწრაფი და კომფორტული სერვისია.” — ლევან ჯ.
გჭირდებათ სწრაფი და საიმედო ავტოდახმარება?
ნუ დაკარგავთ დროს ქუჩაში დგომასა და გაურკვეველი ნომრების ძიებაში. ენდეთ პროფესიონალთა ქსელს, რომელიც გარანტიას გაძლევთ სწრაფ რეაგირებასა და უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე საქართველოს ნებისმიერ წერტილში.
ჩვენი ოპერატორები ხაზზე არიან და მზად არიან დაგეხმარონ.
დარეკეთ ახლავე და უახლოესი ევაკუატორი წუთებში თქვენთან იქნება!
დანარჩენი შეფასებებისთვის შეგიძლიათ ჩვენს Google Profile, Facebook ან Instagram გვერდებს ეწვიოთ. სადაც ვრცლად გაიგებთ ჩვენი კლიენტების შეფასებებს

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)
ევაკუატორის გამოსაძახებლად დარეკეთ ნომერზე +995 568 808 353 ან მოგვწერეთ WhatsApp-ზე. გამოგვიგზავნეთ თქვენი ზუსტი ლოკაცია, ავტომობილის მარკა და მოდელი, აღწერეთ მისი მდგომარეობა და მიუთითეთ, სად გსურთ მანქანის გადაყვანა. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შევარჩევთ შესაბამის ტექნიკას და შეგითანხმებთ მომსახურების ღირებულებას.
მოსვლის დრო დამოკიდებულია თქვენს მდებარეობაზე, გზის მდგომარეობაზე, მოძრაობის ინტენსივობასა და თავისუფალი ეკიპაჟის ადგილმდებარეობაზე. გამოძახების მიღების შემდეგ ვცდილობთ თქვენთან ყველაზე ახლოს მყოფი თავისუფალი ევაკუატორი გამოვაგზავნოთ. სავარაუდო დროს ოპერატორი ლოკაციის მიღების შემდეგ გაცნობებთ.
დიახ, ევაკუატორი 24/7 რეჟიმში მუშაობს. მომსახურების მიღება შეგიძლიათ დღისით, ღამით, შაბათ-კვირასა და სადღესასწაულო დღეებში. გადაუდებელი დახმარებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე +995 568 808 353.
ევაკუატორის ფასი დამოკიდებულია ავტომობილის მდებარეობაზე, გადასაყვან მანძილზე, მანქანის ტიპსა და წონაზე, ტექნიკურ მდგომარეობაზე და ჩატვირთვის სირთულეზე. დამატებითი ტექნიკის საჭიროებამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ღირებულებაზე. ზუსტი ფასის მისაღებად გამოგვიგზავნეთ ლოკაცია, დანიშნულების ადგილი და ავტომობილის ფოტო.
ევაკუატორის მომსახურებას ვთავაზობთ მომხმარებლებს თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. შესაძლებელია როგორც ქალაქის შიგნით გადაყვანა, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტირება. კონკრეტულ მისამართზე მომსახურების ხელმისაწვდომობის შესამოწმებლად დაუკავშირდით ოპერატორს.
შესაძლებელია მსუბუქი ავტომობილის, ჯიპის, კროსოვერის, მოტოციკლის, ავარიაში მოყოლილი და ტექნიკურად გაუმართავი მანქანის გადაყვანა. ავტომობილის ტიპი და მდგომარეობა წინასწარ უნდა აცნობოთ ოპერატორს, რათა შესაბამისი ევაკუატორი შეირჩეს.
ობობა ევაკუატორი საჭიროა მაშინ, როდესაც ავტომობილს ჩაკეტილი ან დაზიანებული ბორბლები აქვს, საჭე არ მუშაობს, მანქანა ვიწრო სივრცეში დგას ან სტანდარტულ პლატფორმაზე მისი ატვირთვა შეუძლებელია. გადაწყვეტილების მისაღებად სასურველია გამოგვიგზავნოთ ავტომობილისა და ადგილის ფოტოები.
დიახ, ხელმისაწვდომია მოტო ევაკუატორის მომსახურება. მოტოციკლი სპეციალური სამაგრებით ფიქსირდება, რათა ტრანსპორტირებისას არ გადაიხაროს და არ დაზიანდეს. მომსახურება შესაძლებელია როგორც ქალაქში, ისე ქალაქებს შორის.
დიახ, ვასრულებთ ავტომობილების საქალაქთაშორისო ტრანსპორტირებას საქართველოს მასშტაბით. ფასი ითვლება მარშრუტის, მანძილის, ავტომობილის მდგომარეობისა და საჭირო ტექნიკის მიხედვით. ოპერატორს უთხარით ავტომობილის საწყისი და საბოლოო მისამართები.
საჭიროა თქვენი ზუსტი ლოკაცია, ავტომობილის მარკა და მოდელი, მისი ტექნიკური მდგომარეობა და დანიშნულების მისამართი. ასევე გვითხარით, ტრიალებს თუ არა ბორბლები, მუშაობს თუ არა საჭე და შესაძლებელია თუ არა ავტომობილთან თავისუფლად მისვლა. ფოტო ან ვიდეო შესაბამისი ტექნიკის სწრაფად შერჩევაში დაგვეხმარება.
